ტელეკომპანია „იმედთან“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს

17:54, 09.12.2024

ტელეკომპანია „იმედთან“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს. ისინი „იმედთან“ რუსთაველის გამზირზე დაშავებულების ფოტოებით მივიდნენ და განაცხადეს, რომ „ეს ირაკლი რუხაძის დამსახურებაა“.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, „„იმედი“ არის პროპაგანდისტული არხი“.

„ჩვენი მიზანია, ეთერი გახსნათ და შეწყვიტოთ ადამიანების ზიზღი“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ „„იმედის“ ტელევიზია იქცა პროპაგანდის მანქანად“.

მსგავსი