ტელეკომპანია „იმედი“ ზაზა ოქუაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
ტელეკომპანია „იმედი“ ზაზა ოქუაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის

ტელეკომპანია „იმედი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

„იმედის“ იურისტი ანდრო ლაშხი აცხადებს, რომ ბიზნესმენს „რუსთავი 2“-ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადების დამტკიცება მოუწევს.  ლაშხის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილმა თქვა, თითქოს არსებობდა სუს-ის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელიც მას „ომეგას“ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, „იმედის“ ეთერში უნდა წაეკითხა.

ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებს დღეს ბანკი „ქართუც“ გამოეხმაურა. ბანკი „ქართუ“ მიმართავს „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან, ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ.