ტელეკომპანია „იმედი“ არხის ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ არხის ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, გადაცემა „იმედის დილის“ წამყვან ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

„იმედის“ ცნობით, იდენტიფიცირებულია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით“, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

დატოვე კომენტარი