ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა

19:28, 15.06.2020

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

მათივე ცნობით, ინფორმაცია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სანდო წყარომ მიაწოდა.

ამასთან, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  დღეს, 20:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

მსგავსი