ტელეკომპანია „ევრონიუსმა“ სვეტიცხოვლის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა [ვიდეო]

ტელეკომპანია „ევრონიუსმა“ სვეტიცხოვლის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. „სვეტიცხოველი – საქართველოს ცოცხალი სვეტი“, – ასეთია სიუჟეტის სათაური.
მასალის ავტორი აღნიშნავს, რომ სვეტიცხოველი საქართველოს მთავარი მართლმადიდებლურ ტაძარია. ეკლესია აგებულია 1010 და 1029 წლებში და წარმოადგენს ქართველი მეფეების საფლავს, ქართული ტრადიციის მიხედვით, აქ ასევე ინახება ქრისტეს კვართი.

რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მომლოცველებისთვის მნიშვნელოვან და ხშირად მონახულებად სიწმინდეს წარმოადგეს. ის ასევე იყო პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი აბრეშუმის გზაზე. დღესაც ის არაერთ უძველეს ტრადიციასა და მისტიკურ ლეგენდას ინახავს.

სვეტიცხოვლის კომპლექსი, რომელიც მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოს, ციხესიმაგრესა და ღვთისმსახურების კელიებს, იუნესკო-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის.

„ქართველებისთვის სვეტიცხოველი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ეკლესია ან არქიტექტურული შედევრი“, -აღნიშნავს სტატიის ავტორი.

რეპორტაჟი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.