ტელეკომპანია CNN-ის ოფისში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა
ტელეკომპანია CNN-ის ოფისში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა

ტელეკომპანია CNN-ის ოფისში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.

შეტყობინება სამართალდამცველებთან სატელეფონო ზარის საშუალებით შევიდა, რის შემდეგაც ნიუ-იორკში მდებარე Time Warner Center-დან ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა შენობის დათვალიერების შემდეგ საეჭვო მოწყობილობის აღმოჩენა ვერ შეძლეს.