The Telegraph - "სიტის" მწვრთნელი მიკელ არტეტა "არსენალს" ჩაიბარებს
“არსენალში” არსენ ვენგერის ეპოქა სრულდება და ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგი სპეციალისტის შემცვლელს ეძებს.
როგორც გაზეთი The Telegraph წერს, “არსენალის” დირექტორთა საბჭო ყველაზე შესაფერის კანდიდატურად კლუბის ყოფილ ნახევარმცველს მიკელ არტეტას მიიჩნევს.
35 წლის ესპანელმა ლონდონურ კლუბში ხუთი წელი გაატარა, აქედან ორი – კაპიტნის რანგში.
2016 წელს, არტეტას “მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში შევიდა.
“არსენალში” მიიჩნევენ, რომ არტეტამ საკმარისი გამოცდილება დააგროვა და შესაძლებელია მისი მთავარ მწვრთნელად მიწვევა.
კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ახალი დამრიგებლის ხელში, “არსენალი” ისეთივე შთამბეჭდავ ფეხბურთს ითამაშებს, როგორც ამას “სიტი” აკეთებს მიმდინარე სეზონში.
პრემიერლიგის 18 ტურის შემდეგ, “არსენალი” მეხუთე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.