„ტელეგრაფი“ - უკრაინის დონეცკის რეგიონში ქალაქ პოკროვსკის დაცემა დროის საკითხია
„ტელეგრაფი“ - უკრაინის დონეცკის რეგიონში ქალაქ პოკროვსკის დაცემა დროის საკითხია

უკრაინის დონეცკის რეგიონში ქალაქ პოკროვსკის დაცემა დროის საკითხია. ამის შესახებ „ტელეგრაფის“ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის თანახმად, რუსული ძალები ქალაქის პერიმეტრის გასწვრივ არიან განლაგებული და, ზოგიერთი ცნობით, რუსული დანაყოფები ქალაქის შიგნით უკვე შენიშნეს.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ ფრონტზე განლაგებული რუსული ჯარები ქალაქ დობროპოლიეს უახლოვდებიან, რომელიც პოკროვსკის სრულ ალყაში მოქცევამდე ბოლო მსხვილი დასახლებაა.

სტატიის თანახმად, პოკროვსკის აღება რუსებს მთელ დონეცკის რეგიონზე კონტროლის დამყარებაში დაეხმარება.

როგორც „ტელეგრაფის“ სტატიაში აღნიშნული, რუსეთის ჯარმა უპილოტო აპარატებით თავდასხმებითა და ჩასაფრებებით ფაქტობრივად გადაკეტა პოკროვსკში უკრაინის თავდაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერია.

სტატიის მიხედვით, უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის არმიის აჩქარებას რუსული ელიტური უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფებს მიაწერენ, რომლებიც ადრე კურსკში იყვნენ განლაგებული და ახლა პოკროვსკში არიან გადამისამართებული.