„ტელეგრაფი“ – შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების უფლებას ითვალისწინებს

15:45, 13.09.2026

შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების უფლებას ითვალისწინებს.

კარდიფში ერთობლივ დეკლარაციას 14 ოქტომბერს მოეწერება ხელი.

სამიტი გაიმართება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიამოვნებით“ იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას.

წყაროებმა „ტელეგრაფს“ განუცხადეს, რომ მიზანია ზეწოლის გაძლიერება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბარნემზე, რომელმაც განაცხადა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ კიდევ ერთი რეფერენდუმი შესაძლოა ჩატარდეს, თუ ამას საზოგადოება დაუჭერს მხარს.

„პარასკევის შეთანხმების“ (Good Friday Agreement) პირობების თანახმად, არსებობს ირლანდიის გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა. შეთანხმება ითვალისწინებს რეფერენდუმის გამართვას იმ შემთხვევაში, თუ „სავარაუდოა“, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლას დაუჭერს მხარს.

მსგავსი