„ტელეგრაფი“ - ჯო ბაიდენს სურს, ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს
„ტელეგრაფი“ - ჯო ბაიდენს სურს, ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს

„ტელეგრაფის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ იენს სტოლტენბერგის ვადის დასრულების შემდეგ ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი სტოლტენბერგის შემცვლელთან დაკავშირებით დისკუსიების დროს ცდილობდა, დაერწმუნებინა ფონ დერ ლაიენი ნატო-ს ხელმძღვანელობაზე.

გამოცემის წყარო იუწყება, რომ ბაიდენმა და ფონ დერ ლაიენმა ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს, რაც ხელს უწყობს ასევე მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებს ჩინეთთან, უკრაინასა და კლიმატთან დაკავშირებით.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია პოტენციურ მემკვიდრეთა სიაში მოხვედრა, თუმცა, მისმა სპიკერმა აღნიშნა, რომ ის „არ არის მზად ამ საქმისთვის, არც ახლა და არც მომავალში.“

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს.