„ტელეგრაფი“ - ევროპის კონტინენტიდან აშშ-ის სამხედროების შესაძლო გასვლის ფონზე საფრანგეთის ბირთვული იარაღის მქონე ავიაგამანადგურებლები, შეიძლება, გერმანიაში განლაგდეს
„ტელეგრაფი“ - ევროპის კონტინენტიდან აშშ-ის სამხედროების შესაძლო გასვლის ფონზე საფრანგეთის ბირთვული იარაღის მქონე ავიაგამანადგურებლები, შეიძლება, გერმანიაში განლაგდეს

ევროპის კონტინენტიდან აშშ-ის სამხედროების შესაძლო გასვლის ფონზე საფრანგეთის ბირთვული იარაღის მქონე ავიაგამანადგურებლები, შეიძლება, გერმანიაში განლაგდეს, – ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.

გავრცელებული ცნობით, საფრანგეთი მზად არის, გამოიყენოს თავისი ბირთვული შემაკავებელი ევროპის დასაცავად.

საფრანგეთის ოფიციალურმა პირმა „ტელეგრაფთან“ საუბარში აღნიშნა, რომ გერმანიაში ავიაგამანადგურებლების განთავსება ვლადიმერ პუტინს შეტყობინებას გაუგზავნის.

გამოცემის თანახმად, ფრიდრიხ მერცმა, რომელიც, სავარაუდოდ, იქნება გერმანიის შემდეგი კანცლერი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოუწოდა ბრიტანეთსა და საფრანგეთს, გააფართოონ ბირთვული დაცვა.

საფრანგეთს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ში გამგზავრებამდე ფრიდრიხ მერცს ესაუბრა.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებას 100 ბირთვული რაკეტით იცავს, რომელთა უმრავლესობა გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ინახება. საფრანგეთის არსენალი, სავარაუდოდ, 300 ბირთვული ქობინისგან შედგება.