„ტელეგრაფი“ - ბრიტანეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების მოთავსებაზე შეზღუდვებია დაწესებული
„ტელეგრაფი“ - ბრიტანეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების მოთავსებაზე შეზღუდვებია დაწესებული

ბრიტანეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების მოთავსებაზე შეზღუდვებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემასთან საუბარში ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის კონსულტანტი აცხადებს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის დროს პრიორიტეტი ენიჭება კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთა გადარჩენის შანსი მეტია.

მისივე თქმით, „კორონავირუსის ინფექციით დაავადებულ პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატი რამდენიმე კვირა სჭირდებათ და ამიტომ ექიმები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ეს რესურსი სათანადოდ იხარჯება“.

მისივე თქმით, „პაციენტის გარდაცვალების ორი ან სამი კვირით გადავადება არ არის სწორი არც პაციენტებისთვის და არც საზოგადოებისთვის.“

მანამდე ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ხელოვნური სუნთქვის აპარატით სულ უფრო ნაკლები ე.წ. მარგინალური პაციენტი სარგებლობს.