„ტელეგრაფი“ - აშშ-მა ორი დიქტატორი მოაშორა თანამდებობას, პუტინი შიშისგან კანკალებს
„ტელეგრაფი“ - აშშ-მა ორი დიქტატორი მოაშორა თანამდებობას, პუტინი შიშისგან კანკალებს

„აშშ-მა ორი დიქტატორი მოაშორა თანამდებობას. პუტინი შიშისგან კანკალებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ტელეგრაფი“.

„ტელეგრაფის“ მიმომხილველი და ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი ჰამიშ დე ბრეტონ-გორდონი წერს, რომ „ირანზე აშშ-ის ამჟამინდელი თავდასხმის შედეგის მიუხედავად, მან უკვე მიაღწია სტრატეგიულ შედეგს: რეჟიმს თავი მოჰკვეთეს, ფსიქოლოგიური შედეგები კი მთელ მსოფლიოში იგრძნობა, განსაკუთრებით რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინისთვის“.

მისივე თქმით, ირანში ომმა აშკარად დაამტკიცა ამერიკისა და მოკავშირეების საჰაერო ძალის ხარისხობრივი უპირატესობა რუსულ სისტემებთან შედარებით.

„შესაძლოა, ვაშინგტონის აზროვნებაში გარკვეული თანმიმდევრობა იყოს: ვენესუელა, შემდეგ ირანი და ბოლოს კრემლი… ძალის დემონსტრირების ფსიქოლოგიური ეფექტი ხშირად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე თავად ძალა“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, აშშ-ის ქმედებებს ასევე პირდაპირი გავლენა აქვს უკრაინაში ომზე, რადგან ირანი, დიდი ხანია, აწვდის რუსეთს კრიტიკულ აღჭურვილობას, განსაკუთრებით, დრონებსა და საბრძოლო მასალას.

დე ბრეტონ-გორდონის თქმით, ეს მიწოდების ხაზი თუ შეწყდება ან განადგურდება, მოსკოვის სამხედრო ძალისხმევა დაზარალდება.