თელავში, ზებრა გადასასვლელზე 70 წლამდე მამაკაცს მანქანა დაეჯახა

11:29, 11.12.2018

თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე 70 წლამდე ასაკის მამაკაცს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მსგავსი