თელავში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ კარანტინში ორი ადამიანი გადაიყვანა
თელავში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ კარანტინში ორი ადამიანი გადაიყვანა

თელავის იუსტიციის სახლიდან ნახევარი საათის ინტერვალით თვითიზოლაციის დადგენილი წესის დარღვის გამო პოლიციამ კარანტინში ორი მამაკაცი გადაიყვანა. ერთი მათგანი რამდენიმე დღის წინ, რუსეთიდან დაბრუნდა, მეორე კი აზერბაიჯანიდან.

საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ვირუსის საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე ორივეს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა მიღებული, თუმცა, ორივე მათგანი დღეს თელავის იუსტიციის სახლში გარკვეული დოკუმენტაციის მიღების მიზნით მივიდა. მათ ადგილზე შესაბამისი მომსახურება არ გაეწიათ და უწყებამ დარღვევის შესახებ პოლიციას აცნობა

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ამ დროისთვის, კახეთიდან კარანტინში იძულებით გადაყვანილია ცხრა მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 110, ხოლო საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 30 ადამიანი.