თელავში, თბილისის გზატკეცილთან 25 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლული იპოვეს
თელავში, თბილისის გზატკეცილთან 25 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლული იპოვეს

თელავში, თბილისის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსახელოსნოებთან 25 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

მათივე თქმით, მამაკაცი მინის საჭრელ სახელოსნოში მუშაობდა, რომელიც დაქირავებული ჰქონდა. თვითმხილველების მონაყოლით, თოფის გასროლის ხმა ახლოს მცხოვრებმა სახელოსნოს მესაკუთრემ გაიგო და მომაკვდავი მამაკაციც პირველად მან ნახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.