თელავში სტიქიური მოვლენების შედეგად სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნის აღდგენა უფასოდ იქნება შესაძლებელი

16:30, 28.07.2026

12 ივლისს ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნის აღდგენა უფასოდ არის შესაძლებელი.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

როგორც მომსახურების სააგენტოში აცხადებენ,  მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობას და სანომრე ნიშნების აღდგენას გეგმავენ, შეუძლიათ, 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს.

 

მსგავსი