თელავში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრებმა მიმდინარე სამუშაოები და შემდეგ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს

15:16, 12.07.2026

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის წევრებმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე სამუშაოები და შემდეგ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ შტაბის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

შეხვედრას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები.

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მსგავსი