თელავში, სოფელ ვარდისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

01:05, 26.06.2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს.

ადგილობრივები საქართველოს პირველ არხთან საუბარში ყვებიან, რომ თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, ქალს ტყვია შემთხვევით მოხდა და მისთვის დამიზნებით არ უსვრიათ.

დაჭრილ დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი