თელავში, სათამაშოების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

16:52, 30.10.2019

თელავში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სათამაშოების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.

დამწვარია შენობის პირველ სართულსა და სარდაფში განთავსებული ავეჯი, სხვადასხვა საბავშვო ტექნიკა, ასევე, სათამაშოები.

ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო- სამაშველი ეკიპაჟი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას უკვე ერთ საათზე მეტია, ცდილობენ.

გვერდით მდებარე სავაჭრო ობიექტებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება მოიხსნა.

ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი