თელავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა

11:31, 23.11.2018

თელავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. რაიონული სამსახურის 70 -მდე თანამშრომლისთვის სამუშაო და მოსასვენებელი პირობებია შექმნილი.

საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტარციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ახორციელებს.

მსგავსი