თელავში, საკუთარ სახლში 50-წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თელავში, საკუთარ სახლში 50-წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავში, ალაზნის გამზირის N32-ში 50-წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მეზობლების განცხადებით, მამაკაცი უსინათლო იყო და ხანდახან მომვლელი ქალი აკითხავდა.

მეზობლების ინფორმაციით, დღეს შვილმა მოაკითხა და კარი არავინ გაუღო, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა.

მამაკაცის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.