თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს
თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს

თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან მმართველი გუნდის წევრები, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, ასევე განხილვაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სიტყვით გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნა. მას მხარი დაუჭირა 118-მა დეპუტატმა.

კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

აღნიშნული კომისია იმსჯელებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე მოხდება. მათ შორის იქნება თბილისი და რეგიონები.