თელავში ავტომობილი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

10:11, 15.12.2017

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.

შეჯახების მიზეზი სავარაუდოდ, მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობა და გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ავტომობილის მძღოლი სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი