თელავში საბავშვო ბაღის პედაგოგები სამსახურში აღდგენის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ
თელავში საბავშვო ბაღის პედაგოგები სამსახურში აღდგენის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 21 აპრილს, საბავშვო ბაღის პედაგოგები, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სოფელში ძველი საბავშვო ბაღი, ავარიული მდგომარეობის გამო, დაიხურა და მის ნაცვლად 2017 წელს ახალი აშენდა.

ახლად გახსნილ სკოლამდელ დაწესებულებაში ბაღის ყოფილი 14 თანამშრომლიდან 11 დაითხოვეს.

როგორც ყოფილი თაანშრომლები აცხადებენ, ახალი კოლექტივი მაშინდელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელის ნათესავებითა და მეგობრების ოჯახის წევრებით დაკომპლექტდა.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას სამსახურში აღდგენის, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს სამართლებრივ საკითხებში დახმარების თხოვნით მიმართავენ.