თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თელავში „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა „2020 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის სახით მხარდაჭერის გარეშე წარმატებით ტარდებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. რაც იძლევა მინიმალურ გარანტიებს, რომ მევენახე ფერმერების საქმიანობა იყოს დაფასებული და მათ ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის რთველის სეზონი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდული ერთი კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ერთი კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: ერთი კგ რქაწითელისთვის – 0,30 ლარი; ერთი კგ კახური მწვანისთვის – 0,30 ლარი;

შეხვედრის მონაწილეებმა „2020 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას უზრუნველყოფს.