თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება გრძელდება
თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება გრძელდება

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება გრძელდება. სცენისა და ტრიბუნების მონტაჟი გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ბატონის ციხის შიდა და გარე პერიმეტრზე. ადგილზე მობილიზებულია საგზაო სამმართველოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქალაქის მერიის სამსახურები.

„ბატონის ციხე-გალავნის დასავლეთით მდებარე შესასვლელში ასფალტის საფარია დაზიანებული და მის შესაკეთებლად სამუშაოებს ვასრულებთ. ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზეც ორმული შეკეთება მიმდინარეობს. ვცდილობთ, ქალაქი სტუმრების დასახვედრად შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგოთ“, – განუცხადა პირველ არხს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.