თელავში მეხუთე სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა 
თელავში მეხუთე სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა 

თელავში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე მოხდა. კორპუსი, რომლის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა გადმოვარდა, ცხრა სართულიანია. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო. მომხდარის შემდეგ ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მივიდა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.