თელავში მდებარე პროფესიული კოლეჯ „პრესტიჟს“ რეაბილიტაცია ჩაუატრდება
თელავში მდებარე პროფესიული კოლეჯ „პრესტიჟს“ რეაბილიტაცია ჩაუატრდება

ქალაქ თელავში მდებარე პროფესიული კოლეჯ „პრესტიჟს“ რეაბილიტაცია ჩაუატრდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად, კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო დაფინანსება 2 647 125,49 ლარი. აღნიშნული მოიცავს: ძირითადი სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას, გარე სპორტული მოედანის მშენებლობა-მოწყობას, შენობის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. კოლეჯში დამატებით იგეგმება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-მოწყობა, აგრეთვე გარე სახელოსნოების მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით.

„პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ განაგრძობს მუშაობას ოქტომბრის თვიდან, ახალი პროფესიებით, ახალი პროგრამებით. ეს არის სრულიად თანამდეროვედ აღჭურვილი და რეაბილიტირებული კოლეჯი, რომელიც შესთავაზებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით განახლებულ პროგრამებს. ვფიქრობ, თელავისთვის და მთლიანად კახეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. იმედი გვაქვს, კოლეჯი შეძლებს და შესთავაზებს ახალგაზრდებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან სერვისებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააგრძელებს კოლეჯის განვითარებაზე ზრუნვას და ჩვენ მოვაწყობთ ექსტრა-კულიკულური აქტივობების დასანერგად მრავალფეროვან გარემოს, სხვადასხვა კლუბებს და ხელშემწყობ აქტივობებს სტუდენტების საინტერესო ცხოვრების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კახეთის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრის არსებობა მზარდი ეკონომიკის პირობებში და სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თელავში ამ კოლეჯის რეაბილიტაციას.

„აღსანიშნავია, რომ კოლეჯში დანერგილი პროფესიები მორგებულია იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც ჩვენ ადგილზე გვაქვს. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა ის გარემოება, რომ გვინდა საერთაშორისო თანამშრომლობა უკვე გამოცდილ პროფესიულ კოლეჯებთან, უცხოეთში კარგად აპრობირებული გაცვლითი პროგრამების დასანერგად“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი