თელავში კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა

09:58, 25.09.2019

თელავში ერთ-ერთი კორპუსის სახურავს ცეცხლი უკიდია.

შემთხვევა ალაზნის გამზირზე მდებარე N16-ში კორპუსში მოხდა. ცეცხლი ხუთ სართულიანი საცხოვრებელ შენობის სახურავზე გაჩნდა.

ადგილზე საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი