თელავში ხმელ ბალახსა და ხეებს ცეცხლი გაუჩნდა

18:30, 20.08.2019

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ხმელ ბალახსა და ხეებს უკიდია. ხანძრის კერა მრავალსართულიანი ბინისა და N9 საბავშვო ბაღის სიახლოვესაა. ხანძრის გამო, ტერიტორიაზე ძლიერი კვამლია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის სამი ავტომობილი, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

მსგავსი