თელავში, გომბორისკენ მიმავალ გზაზე ავარიისას ექვსი ადამიანი დაშავდა

16:40, 29.07.2018

თელავში, გომბორისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს „ნისანისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

დაშავებული ექვსი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ლაგოდეხის მერის მოადგილე ალექსი ჭანკოტაძეა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მსგავსი