თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

01:01, 01.08.2025

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი