თელავში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
თელავში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

თელავში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

განსაკუთრებით დააზიანა ალაზნის გამზირზე და კავკასიონის ქუჩებზე მდებარე კორპუსის სახურავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ქალაქის მთავარ მოედანზე ქარმა საახალწლო ნაძვის ხე წააქცია.

მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ზარალის რაოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.