თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება
თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისთვის თელავში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება.

რეგიონული ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები არიან საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელების, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებიდან.

დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს.

ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ფორუმი 13:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.