თელავში „ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა
თელავში „ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა

თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე „ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიებას წელს ჩაეყარა საფუძველი.

ჭაჭის ფესტივალი ჰიმნით „ბალადა ვაზზე“ თელავში მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ გახსნა.

ფესტივალის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში წარმოებულ ჭაჭას და დააინტერესოს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ პავილიონებში გაცოცხლდა შუა საუკუნეების კახეთის ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება, ჩვეულებები და ჭაჭის გამოხდის პროცესი. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადახხვა სოფლებიდან ჩამოტანილ ჭაჭასთან ერთად დაეგემოვნებინათ კახური სამზარეულოს კერძებიც.

ფესტივალზე წარდგენილ საუკეთესო ჭაჭის მწარმოებელს ჟიურის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცემა.