თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

თელაში ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც რკინის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობდა აფეთქება მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დახურულ სივრცეში ბუნებრივი აირის დაგროვება მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მამაკაცებს სხეულის დამწვრობა აღენიშნებათ და მათ სავარაუდოდ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს.