თელავში არქეოლოგებმა ისტორიულ ნაგებობებს მიაკვლიეს
თელავში არქეოლოგებმა ისტორიულ ნაგებობებს მიაკვლიეს

არქეოლოგებმა თელავში, სავარაუდოდ XI საუკუნით დათარიღებულ კვირიკე დიდის სასახლის ფრაგმენტებს მიაკვლიეს.

ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ლაღიაშვილი განმარტავს, რომ აღმოჩენილია უძველესი ნაშთები, რომლებიც არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ დაკონსერვდება.

არქეოლოგები მუშაობენ აგრეთვე ქალაქის დასავლეთით, ე.წ. დაბახნების დასახლებაში, სადაც V-VII საუკუნეებით დათარიღებულ რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებს მიაკვლიეს. სპეციალისტების შეფასებით, ციხე კოშკს იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.

გიორგი ლაღიაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა თელავში აღმოჩენილი ისტორიული ნაგებობები როგორც ტურისტული, ისე არქეოლოგიური თვალსაზრისით ახალი რუკის შექმნის საფუძველი გახდეს.

ქალაქის ძველ უბნებში არქეოლოგიური გათხრებს თელავის მერია აფინანსებს.