თელავში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

00:49, 19.03.2018

თელავში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისის ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.

პაციენტებიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, მას სხეულის 55%-ის თერმული დამწვრობა აღენიშნება.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცს სხეულის თერმული დამწვრობა მხოლოდ 25 %-ზე აღენიშნება. ის პალატაშია მოთავსებული.

„55 წლის მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე. მისი დიაგნოზი არის სხეულის თერმული დამწვრობა, 55 %-ზე, გართულებული დამწვრობითი შოკით. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. რაც შეეხება მეორე პაციენტს, 38 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის 25 %-ის თერმული დამწვრობა. დაწყებულია ორივე პაციენტის მკურნალობა“, – აცხადებს თეა უროტაძე.

შეგახსენებთ , რომ თელავში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც რკინის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობდა აფეთქება მოხდა. შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა.

მსგავსი