თელავში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
თელავში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თელავში გვიან ღამით 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მისივე ძმაა.

შემთხვევას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.