თელავში 3 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
თელავში 3 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

კახეთში, ქალაქ თელავში 3 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 10 კონცერტია ჩანიშნული, რომელთაგან ექვსი თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ერთი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყობა. ასევე, მუზეუმის ტერიტორიაზე კიდევ ორი კონცერტია დაგეგმილი.

ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის პიანისტები მიიღებენ: ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი ელისო ვირსალაძე; მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი და ალექსანდრე კორსანტია.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი პიანისტ ელისო ვირსალაძის მიერ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.