თელავში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა
თელავში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა

თელავში, თეატრის წინ 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა.

კონსტრუქციის აგება წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით განახლდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ კონსტრუქციაზე მუშა ავიდა, რის შემდეგაც ის ჩაინგრა.

როგორც ​საქართველოს პირველ არხს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაქრო რაზმაძემ განუცხადა, თელავში დაგეგმილი სადღესასწაულო პროგრამა ნაწილობრივ შეიცვლება. მისივე თქმით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელი კომპანია ახორციელებდა სცენის მონტაჟს. ამასთან, მათი თქმით, კონსტრუქციის მონტაჟი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა.