თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 20 წლის მამაკაცი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.