„თელავს“ ევროსაგზურის შანსი გაუჩნდა
„თელავს“ ევროსაგზურის შანსი გაუჩნდა

ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველი შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხი – არენაზე“ გაიმართა – საჩხერეს „ჩიხურამ“„თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთებზე დამარცხდა.

ანგარიში 37-ე წუთზე „თელავმა“ გაიხსნა. ცოტნე მოსიაშვილის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე თორნიკე ზარქუა შეცდა, ფირუზ მარაქველიძის გადაცემით კი იაროსლავ კვასოვმა გაიტანა – 0:1.

მატჩის მიწურულს „ჩიხურამ“ შეტევები გააძლიერა და შედეგსაც მიაღწია. 72-ე წუთზე, გეორგი ბერეზოვმა საჯარიმოსთან ბურთი თენგიზ წიქარიძეს დაუგორა და მან ზუსტად დაარტყა – 1:1.

თამაშის ბედი კი 88-ე წუთზე გადაწყდა. გიორგი კანდელაკის გადაცემით, მეკარესთან პირისპირ შეტევა გიორგი მოისწრაფიშვილი დარჩა და მან „თელავს“ გამარჯვება მოუტანა – 1:2.

ამ მოგებით „თელავმა“ 19 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზე დაწინაურდა და ევროთასებისთვის ბრძოლის რეალური შანსი გაუჩნდა. ხოლო „ჩიხურა“ ექვსი ქულით ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშეა.