საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ახალი სეზონისთვის მზადების მეორე, თურქული ეტაპი დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.
„თელავის“ პრესსამსახურის ცნობით, ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად გუნდი 15 იანვარს შეიკრიბა და მზადების პირველი ეტაპი თბილისში გაიარა, 8 თებერვალს კი გუნდი თურქეთში გაემგზავრა შეკრებაზე.
ანტალიაში თელაველებმა ოთხი ამხანაგური მატჩი გამართეს: ერთი მოიგეს უკრაინულ კოვალიოვკას „კოლოსთან” (3:1), ერთი ფრედ დაასრულეს უზბეკურ ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ (0:0), ორი კი წააგეს ყაზახურ „ორდაბასისთან” (1:6) და უზბეკურ „ქიზილქუმთან“ (1:2).
რაც შეეხება ტრანსფერებს, გუნდის გავრცელებული ინფორმაციით, „თელავი“ 2025 წლის სეზონისთვის, ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია და ახალწვეულებსაც ოფიციალურად ჩემპიონატის დაწყებამდე წარადგენს.