„თელავმა“ სლოვენიელი მცველი დაიმატა - გუნდი სამმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
„თელავმა“ სლოვენიელი მცველი დაიმატა - გუნდი სამმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სამმა მოთამაშემ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 24 წლის თავდამსხმელს, დავით მუჯირს, 25 წლის მცველს მორის ნუსუევსა და 26 წლის ნახევარმცველს ნიკა ქორიძეს დაემშვიდობა. კლუბი უღრმეს მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გვერდში დგომისთვის და გაწეული სამსახურისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

სამივე მათგანს გუნდი ახალი მწვრთნელის, ვარდან მინასიანის მისვლის შემდეგ დაემშვიდობა. უკვე ცნობილია, რომ დავით მუჯირი ქობულეთის „შუქურაში“ გადავიდა.

ამავე დროს, „თელავმა“ მატია რომი დაიმატა, რომელიც ბოლოს უგუნდოდ იყო. სლოვენიელი მარჯვენა მცველი 24 წლისაა და თავისი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.