„თელავმა“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ქულა მოიპოვა
„თელავმა“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ქულა მოიპოვა

ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „თელავმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.

„კავკასიონი არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მომენტები მწირად იქმნებოდა და საბოლოოდ, მსაჯის საფინალო სასტვენმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის დარჩენილი მატჩები 16 აპრილს გაიმართება:

19:00 | „გაგრა“ – „დინამო“ (თბ)

„დავით პეტრიაშვილი – არენა“

20:00 | „კოლხეთი“ – „დილა“

ქობულეთის საფეხბურთო ცენტრი

21:00 | „დინამო“ ბთ – „სამტრედია“

ბათუმის საფეხბურთო ცენტრი