თელავის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა

23:47, 26.10.2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთ-ერთის მძღოლი, მეორე მანქანაში მყოფი მძღოლი და მგზავრი კი, სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახური.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი