თელავის სოფელ ფშაველში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

22:18, 12.03.2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, პაციენტებს უკვე უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები.

ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი