თელავის სოფელ აკურაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

12:55, 06.11.2020

თელავის სოფელ აკურაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის გალავანს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი დაზიანდა და სოფელს გაზმომარაგება შეუწყდა.

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა პარალიზებულია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები.

ამასთან, ავარიის შედეგად დაზიანებული მილის აღსადგენად „თელავგაზის“ თანამშრომლები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი